ტრადიციული ფესტივალები საქართველოში

Print PDF

 

ushguli

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქალაქებში, მთიან რეგიონებში თუ ბარად, რეგულარულად აღინიშნება ტრადიციული ქართული ფესტივალები. ისინი გაერთიანებული არიან ერთი ნიშნით: სწორედ მათი მეშვეობით მოვიდა დღემდე ქართეული სული და ტრადიცია. ტრადიციული ფესტივალების დროს ადგილობრივი მოსახლეობა, ტრადიციული სამოსით მოსილი, ქართულ ტრადიციულ ცეკვებსა და სიმღერებს ასრულებს.

თუკი თქვენი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში ერთ–ერთ ასეთ ფესტივალს დაემთხვევა, ეს გამოცდილება არასოდეს დაგავიწყდებათ. ჩვენი საიტის მოცემული გვერდი ინტენსიურად ახლდება ინფორმაციით ქართული ტრადიციული ფესტივალების შესახებ.

1.საჯომარდო სეზონის დაწყება

თარიღი: 1 მაისი, 2010 წელი
ადგილმდებარეობა: მდ. არაგვი, ფასანაური

ჯომარდობის პროფესიონალებისა და მოყვარულებისათვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ ხომ საშუალება ეძლევათ, განახორციელონ თავიანთი საყვარელი ჯომარდობა 6–თვიანი პაუხის შემდეგ (საერთოდ საჯომარდო სეზონი მთავრდება ოქტომბრის ბოლოს)!
სათავგადასავლო კლუბ „ჯომარდმა“ საჯომარდო სეზონი გახსნა მდ. არაგვზე დაშვებით ფასანაურთან. ტურის შემდეგ მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ ტრადიციული ქართული მწვადითა და ღვინით.

2.ტრადიციული თუშური ყველის ფესტივალი

თარიღი: 22 მაისი, 2010 წელი
ადგილმდებარეობა: ახმეტის რაიონი

თუშური ყველი ახმეტის რაიონისთვის სამარკო ნიშანია. ამ დღეს სტუმრებს შეუძლიათ, დაათვალიერონ ადგილობრივი ხელნაკეთი პროდუქტები, დააგემოვნონ ტრადიციული თუშური ყველი, მოისმინონ ტრადიციული ქართული სიმღერები.

გარდა ამისა, ტრადიციული თუშური ყველის ფესტივალზე შედგება შეხვედრა ქართულ ტურ–ოპერატორებთან და ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებთან, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობას.

3.ანტიკური ხალიჩების ფესტივალი

თარიღი: 31 მაისი, 2010 წელი
ადგილმდებარეობა: ზემო ალვანი, თუშეთის რეგიონი

ანტიკური ხალიჩების ფესტივალს სხვანაირად ზეზვაობასაც ეძახიან. მას აღნიშნავენ ზემო ალვანში. აქ ბევრი სტუმარი მოდის ადგილობრივი ხელითნაკეთი პროდუქციის დასათვალიერებლად. მათ სურთ, საკუთარი თვალით იხილონ ანტიკური ხალიჩების დამზადების ტრადიციული მეთოდები, რომელსაც თუში ქალბატონები იყენებენ.

ზემო ალვანის ცენტრში სტუმრებს საზეიმოდ ეგებებიან შავ ჩოხაში ჩაცმული თუში ვაჟკაცები. სიმღერები ეძღვნება თუშ გმირ ზეზვას, რომელმაც რეგიონი მტრებისგან იხსნა. ანტიკური ხალიჩების გამოფენის შემდეგ იმართება დოღი და შეჯიბრება ისრის სროლაში.

4. ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი

თარიღი: 5–6 ივნისი, 2010 წელი
ადგილმდებარეობა: ვარძია, სამცხე–ჯავახეთის რეგიონი

ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი საქართველოში უკვე მეორედ იმართება. იგი პირველად შარშან ჩატარდა. თითოეული მონაწილე გუნდი შედგება 6 კაცისგან და ერთმანეს ეპაექრება სირბილში, ველორბოლასა და ჯომარდობაში.

როგორც შარშან, ისე წელსაც, ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. მონაწილეები შეჯიბრისათვის წინასწარ რეგისტრირდებიან. ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია სავსეა მაყურებლებით, რომლებიც შეჯიბრს დიდი აზარტით ადევნებენ თვალს.

ინსტრუქტორები

მამუკა ბურდული   “ჯომარდის” დამფუძნებელი და დირექტორი. რაფტინგის კურსები გაიარა 2001 წელს ავსტრიაში და მას შემდე...more
რომანოზ ვადაჭკორია – „მამაო“ ,  გურულის პირობაზე  – „დამთმობი“უყვარს – ოჯახი, ხალხთან ურთიერთობა, ხმაური და გარ...more
გიორგი ქლიბაძე გიდი 2005  წლიდან. "ბებერი ლომების" კოლორიტული წარმომადგენელი. საოცრად დისციპლინირებული, ზომიერად ...more
გაგა გამეზარდაშვილი – “მთავარი ექსტრემალი”. შიშის გრძნობა თითქმის არა აქვს. რიონის ტურების მთავარი სპეციალისტ...more
  ლევან გოგლიძე - ლევან გოგლიძე – „მფრინავი რაჭველი“, ყველაზე სანდომიანი.უყვარს – ბუნებასთან ურთიერთობა და ყვე...more
ლევან ერგემლიძე – ყველაზე სპორტული გიდი კოლექტივში. ჯომარდობის გარდა არის ველო, საფეხმავლო და კულტურული ტურები...more
ვალერი ჩაბრაძე – ატარებს ყველა მოძრავ ობიექტს ნავისა და ვერტმფრენის ჩათვლით. გიდი 2008 წლიდან....more
ზაზა ჭყონია – ერთ-ერთი პირველი ინსტრუქტორი 2003 წლიდან. პირველ წელს იყო ყველაზე პატარა - 4 ადგილიანი ნავის ინსტრუქტო...more
ანდრო ბურდული -სამთო, კულტურული, ველო, ჯიპ- და საჯომარდო ტურების გიდი 2009 წლიდან. აქვს ტურების დაგეგმვისა და ხელმძღ...more
ვახტანგ დავითური – “ყველაზე ბებერი ლომი”. მიუხედავად ამ სახელისა მუდმივად ეძებს სიახლეებს და ნავის მართვის ახა...more
ლევან ჩიტიშვილი – ყველაზე ახალგაზრდა გიდებს შორის. ინსტრუქტორი 2009 წლიდან....more
გიორგი ღვალაძე ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სიმპათიური!სტიქია – ექსტრიმი და ადრენალინი!არ უყვარს – ... საშინლ...more
გოგა მიჩიტაშვილი - მოყვარული ჯომარდობის და გოგოების!არ უყვარს – ღალატი და უყურადღებობა ნავში!უყვარს – მეგობრებთ...more

გამოკითხვა

გიჯომარდიათ თუ არა როდესმე?




ჯომარდის სიახლეები

ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი, 5-6 ივნისი, 2010 წელი

2010 წლის 5-6 ივნისს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდება...

16-06-2010more
ტრადიციული ფესტივალები საქართველოში

  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქალაქებში, მთიან რეგ...

20-05-2010more
ველორბოლა თბილისი – გუდაური

  ა.წ. 2 მაისს გაიმართა ველორბოლა გუდაური–თბილისის 110 კილ...

18-05-2010more
სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” კავკასიის ტურისტულ გამოფენაზე

სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” მონაწილეობდა კავკასიი...

27-04-2010more

დაკავშირება ჩვენთან

სტატისტიკა

ვალუტის კურსი

ამინდი

ჯომარდობის სიამოვნება