სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” კავკასიის ტურისტულ გამოფენაზე

სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” მონაწილეობდა კავკასიის ტურისტულ გამოფენაში. ეს იყო მე-12-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოში, რომელიც გაიმართა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” 23-დან 25 აპრილამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოსა და ღვინის ნაირსახეობა, ხელნაკეთი ტანსაცმელი, აქსესუარები და თოჯინები, შესრულდა ტრადიციული ქართული ცეკვები და სიმღერები.
გამოფენაზე სათავგადასავლო კლუბ “ჯომარდმა” ძირითადი ყურადღება საჯომარდო ტურებს დაუთმო, 1 მაისს საჯომარდი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით. სტენდთან გამოფენილმა ნავმა და კაიაკმა მნახველების ყურადღება მიიპყრო.
საჯომარდო ტურების გარდა, სათავგადასავლო კლუბ “ჯომარდმა” სხვა სერვისებიც (სამთო, ველო და კულტურული ტურები) შესთავაზა დამთვალიერებელს. კარვებმა და ველოსიპედებმა ნათლად წარმოაჩინეს კომპანიის ეს მიმართულება. დანარჩენი სერვისები, როგორიცაა სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის სისტემა და პროექტი “უფასო მინი-სასტუმროების ვებ-საიტები”, მიმზიდველი აღმოჩნდა სასტუმროების მეპატრონეთათვის.
ამგვარი გამოფენები უდავოდ ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. გამოფენის შედეგად სათავგადასავლო კლუბ “ჯომარდმა” რამდენიმე კომპანიასთან საინტერესო თანამშრომლობა დაგეგმა.
ინსტრუქტორები
გამოკითხვა
გიჯომარდიათ თუ არა როდესმე?
მთავარი მენიუ
ჯომარდის სიახლეები

2010 წლის 5-6 ივნისს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდება...

სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” მონაწილეობდა კავკასიი...


















