You are here:   მთავარი კლუბის შესახებ ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი, 6-7 ივნისი, 2009 წელი

ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი, 6-7 ივნისი, 2009 წელი

Print PDF

varzia_main

 

საქართველოში სათავგადასავლო ტურნირის (სირბილი, ველო, ჯომარდი) ჩატარების იდეა დიდი ხანია არსებობდა. თავად იდეა არ არის ახალი – ევროპაში და ამერიკის კონტინენტზე უკვე მრავლად იმართება მსგავსი შეჯიბრებები.


საქართველოში კი პირველი შეჯიბრისთვის, გარდა გამოუცდელობისა და ორგანიზაციული სირთულეებისა, მთავარი პრობლემა ფინანსების მოძიება იყო.

ეს პრობლემა გადაიჭრა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDS)-ის დახმარებით, რომელიც გახდა ტურნირის გენერალური სპონსორი. ტურიზმის ინფრასტრუქრურის განვითარებისთვის სააგენტო უკვე რამდენიმე წელია აფინანსებდა პროექტებს მესხეთ-ჯავახეთში და ეს ტურნირი ზუსტად მოერგო ამ მიმართულებას. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო საქართველოს ტურიზმის ასოციაცია.

ვარძიის რეგიონი ალბათ იდეალურია ამ ტიპის ტურნირის ჩასატარებლად. აქ საუკეთესო პირობებია სამივე სახეობისთვის.
საორგანიზაციო კომიტეტმა (შტეფან შულაინი, მიშა მინდიაშვილი, ვატო ასათაშვილი, სოსო მექვევრიშვილი, თამუნა ჯიშკარიანი, მამუკა ბურდული) რამდენიმე გასვლა მოაწყო მესხეთში და საბოლოოდ შეჯიბრის ჩასატარებლად შეირჩა ვარძია-თმოგვის მონაკვეთი. პირველი მონაკვეთი - მორბენლებისთვის - ვარძიიდან თმოგვის ციხემდე. დისტანციის სიგრძე 6.5 კმ, სადაც ყველაზე რთული ციცაბო აღმართია თმოგვის ციხესთან.
მეორე მონაკვეთი (თმოგვის ციხე – სოფ. ნოქალაქევი – სოფ. თმოგვი – ვარძია), რომელიც ველომრბოლელებისთვის შეირჩა არის 11.5 კმ. აქ განსაკუთრებული სირთულის მონაკვეთები არ არის.

ჯომარდის დისტანცია სულ 1.5 კმ-ია.

გუნდების შემადგენლობაში 6 წევრი უნდა ყოფილიყო. მათგან სამი მორბენალი, სამი ველომრბოლელი და ექვსივე ბოლოს ჯომარდელი ხდებოდა.
თავიდან დაგეგმილი იყო 12 გუნდის მონაწილეობა, თუმცა, ორგანიზატორებისთვის საკმაოდ მოულოდნელად, მსურველი გუნდების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. საბოლოოდ გადაწყდა, შეჯიბრში 16 გუნდის დაშვება.

ტურნირის ფორმატი შემდეგნაირი იყო: გუნდები კენჭისყრით დაყოფილ იქნენ 4 ჯგუფად (თითოეულში 4 გუნდი). ჯგუფებში გამარჯვებული 4 გუნდი ერთმანეთს დიდ ფინალში ხვდებოდნენ. დიდი ფინალი მხოლოდ საჯომარდო დისტანცია იყო.

დიდ “საჯომარდო” ფინალში საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა ადგილობრივმა ასპინძის გუნდმა.

გადაწყდა, რომ ტურნირმა მიიღოს ტრადიციული სახე და ჩატარდეს ყოველ წელს - გაზაფხულის ბოლო ან ზაფხულის პირველ კვირას.

2010 წელს ტურნირი გაიმართება 5-6  ივნისს და მისი ორგანიზატორი ისევ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია იქნება.

ინსტრუქტორები

მამუკა ბურდული   “ჯომარდის” დამფუძნებელი და დირექტორი. რაფტინგის კურსები გაიარა 2001 წელს ავსტრიაში და მას შემდე...more
რომანოზ ვადაჭკორია – „მამაო“ ,  გურულის პირობაზე  – „დამთმობი“უყვარს – ოჯახი, ხალხთან ურთიერთობა, ხმაური და გარ...more
გიორგი ქლიბაძე გიდი 2005  წლიდან. "ბებერი ლომების" კოლორიტული წარმომადგენელი. საოცრად დისციპლინირებული, ზომიერად ...more
გაგა გამეზარდაშვილი – “მთავარი ექსტრემალი”. შიშის გრძნობა თითქმის არა აქვს. რიონის ტურების მთავარი სპეციალისტ...more
  ლევან გოგლიძე - ლევან გოგლიძე – „მფრინავი რაჭველი“, ყველაზე სანდომიანი.უყვარს – ბუნებასთან ურთიერთობა და ყვე...more
ლევან ერგემლიძე – ყველაზე სპორტული გიდი კოლექტივში. ჯომარდობის გარდა არის ველო, საფეხმავლო და კულტურული ტურები...more
ვალერი ჩაბრაძე – ატარებს ყველა მოძრავ ობიექტს ნავისა და ვერტმფრენის ჩათვლით. გიდი 2008 წლიდან....more
ზაზა ჭყონია – ერთ-ერთი პირველი ინსტრუქტორი 2003 წლიდან. პირველ წელს იყო ყველაზე პატარა - 4 ადგილიანი ნავის ინსტრუქტო...more
ანდრო ბურდული -სამთო, კულტურული, ველო, ჯიპ- და საჯომარდო ტურების გიდი 2009 წლიდან. აქვს ტურების დაგეგმვისა და ხელმძღ...more
ვახტანგ დავითური – “ყველაზე ბებერი ლომი”. მიუხედავად ამ სახელისა მუდმივად ეძებს სიახლეებს და ნავის მართვის ახა...more
ლევან ჩიტიშვილი – ყველაზე ახალგაზრდა გიდებს შორის. ინსტრუქტორი 2009 წლიდან....more
გიორგი ღვალაძე ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სიმპათიური!სტიქია – ექსტრიმი და ადრენალინი!არ უყვარს – ... საშინლ...more
გოგა მიჩიტაშვილი - მოყვარული ჯომარდობის და გოგოების!არ უყვარს – ღალატი და უყურადღებობა ნავში!უყვარს – მეგობრებთ...more

ჯომარდის სიახლეები

ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი, 5-6 ივნისი, 2010 წელი

2010 წლის 5-6 ივნისს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდება...

16-06-2010more
ტრადიციული ფესტივალები საქართველოში

  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქალაქებში, მთიან რეგ...

20-05-2010more
ველორბოლა თბილისი – გუდაური

  ა.წ. 2 მაისს გაიმართა ველორბოლა გუდაური–თბილისის 110 კილ...

18-05-2010more
სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” კავკასიის ტურისტულ გამოფენაზე

სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” მონაწილეობდა კავკასიი...

27-04-2010more

დაკავშირება ჩვენთან

სტატისტიკა

ვალუტის კურსი

ამინდი

ჯომარდობის სიამოვნება