კლუბის ისტორია

საჯომარდო ტურები საქართველოში 60-იანი წლებიდან დაიწყო. საქართველოს მთელი საბჭოთა კავშირიდან სტუმრობდნენ ამ ექსტრემალური სახეობის მოყვარულები. ჯომარდობა პოპულარული იყო ქართველებს შორისაც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ სახეობისადმი ინტერესმა იკლო.
სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც დაიწყო ორგანიზებული საჯომარდო ტურები.
საჯომარდო ტურები მამუკა ბურდულმა ერთად 2001 წელს დაიწყო. მისი მასწავლებლები მამუკა ნიკოლაძე და ვახო ჩიხრაძე იყვნენ, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გამოცდილება მიღებული საქართველოს სხვადასხვა მდინარეებზე.
პირველ წლებში ძირითადად ეშვებოდნენ მთიულეთის და ფშავის არაგვზე.
2002 წელს მამუკა გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც ერთი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ საჯომარდო კლუბში “FIT&FUN”. აუცილებელი გამოცდილების და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გადაწყდა ოფიციალურად დაეარსებინა საჯომარდო კლუბი.
კლუბის საწყისი “ქონება” იყო 4 ადგილიანი “Gumotex”-ის ნავი. ამჟამად კლუბს აქვს ერთი 2 ადგილიანი, სამი 6 ადგილიანი, ოთხი 8 ადგილიანი, ოთხი 10 ადგილიანი ნავი.
2009 წელს კლუბმა განაახლა საჯომარდო აღჭურვილობა - შეიძინა ახალი სამაშველო ჟილეტები და ჩაფხუტები. 2010 წლიდან უკვე ვთავაზობთ ნეოპრენის საჯომარდო კოსტუმებს (ე.წ. ჰიდროკოსტუმი) და ნეოპრენის ფეხსაცმელს. ეს აღჭურვილობა აუცილებელია ევროპაში ყველა საჯომარდო კლუბისთვის.
2005 წელს კლუბის თაოსნობით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჯომარდობაში, სადაც გაიმარჯვა ფოთის გუნდმა.
2009 ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ექსტრემალურ სამჭიდში (სირბილი, ველოსიპედები, ჯომარდი), რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო “სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი”.
კლუბის ინსტრუქტორები დაშვებული არიან თითქმის ყველა მდინარეზე: არაგვზე, მტკვარზე, რიონზე, ცხენისწყალზე, კოდორზე, თერგზე.
ინსტრუქტორები
გამოკითხვა
გიჯომარდიათ თუ არა როდესმე?
მთავარი მენიუ
ჯომარდის სიახლეები

2010 წლის 5-6 ივნისს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდება...

სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” მონაწილეობდა კავკასიი...


















