
სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” მონაწილეობდა კავკასიის ტურისტულ გამოფენაში. ეს იყო მე-12-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოში, რომელიც გაიმართა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” 23-დან 25 აპრილამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოსა და ღვინის ნაირსახეობა, ხელნაკეთი ტანსაცმელი, აქსესუარები და თოჯინები, შესრულდა ტრადიციული ქართული ცეკვები და სიმღერები.